"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ [გალის მოსახლეობა] ნელ-ნელა ჩამოვაცილოთ საქართველოს და დავუბრუნოთ საკუთარ რეალიებს, მათი ფესვები აფხაზურია" - ლეონიდ ლაკერბაია

პოლიტიკა • 1791552396

ლეონიდ ლაკერბაია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა, ლეონიდ ლაკერბაიამ, კანონპროექტის — „აფხაზეთის რესპუბლიკაში დემოგრაფიული უსაფრთხოების შესახებ“ — საკომიტეტო განხილვაზე ხაზი გაუსვა გალის რაიონის მოსახლეობასთან აქტიური მუშაობის აუცილებლობას, რათა ისინი „აფხაზურ რეალიებს“ დაუბრუნდნენ.

მისი თქმით, ამ რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას ისტორიულად აფხაზური ფესვები აქვს, თუმცა საბჭოთა პერიოდში ისინი ქართველებად „აქციეს“.

ლაკერბაიამ აღნიშნა, რომ უკუინტეგრაციის პროცესი ვითარების სირთულის გამო დროს მოითხოვს, თუმცა მოზარდ თაობასთან მიზანმიმართული მუშაობა საშუალებას მისცემს ადამიანებს დაუბრუნდნენ საკუთარ ფესვებს და ეს ქვეყნის დემოგრაფიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

„ჩვენ გვყავს მოსახლეობა გალის რაიონში. მე მინდა ვთქვა, რომ თუ პოლიტიკას გვერდზე გადავდებთ, თუ შევხედავთ ამ მოსახლეობის ისტორიას — დიახ, აფხაზების და აფსუების — უბრალოდ ისინი ერთ დღე-ღამეში აქციეს იმად, საიდანაც უკუპროცესი ძნელი იქნება. მაგრამ ეს იქნება თაობაზე. აი, უკრაინამ 30 წელში თაობა მოამზადა, რომლისთვისაც საბჭოთა სისტემა არ არის და არც ყოფილა არასდროს. საჭირო იქნება მუშაობა.

გაშვებული დრო — ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის. ჩვენი მოსახლეობის რაოდენობრივად გაზრდა... მე უბრალოდ ერთ მომენტზე მინდა აღვნიშნო, ვინც არ იცის: 1994 წელს კრასნოდარის მხარეში თურქ-მესხებს დიდი პრობლემები ჰქონდათ. არსებობს ასეთი ეროვნება — ოდესღაც საქართველოში იყვნენ, შემდეგ გადაასახლეს. კრასნოდარის მხარეში ამ მოვლენების შემდეგ ისინი ამერიკაში წავიდნენ. ამერიკამ წაიყვანა. ესე იგი, ისინი ჩამოვიდნენ აქ და ითხოვდნენ მათთვის გალის რაიონის გადაცემას: ჩაგვასახლეთ გალის რაიონშიო და ყველაფერი კარგად იქნება. ის, რომ ისინი მშრომელები არიან — მართალია. მაშინ პასუხი იყო ასეთი, რომ იქ ჩვენი აფხაზური მოსახლეობაა.

პოლიტიკური მდგენელი აქვს, მაგრამ არსებობს პირდაპირი გზა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ჩვენს დიასპორასთან საზღვარგარეთ, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ ისინი, ვინც აქაა და ყველაფერი უნდა  გავაკეთოთ, რომ ნელ-ნელა ჩამოვაცილოთ საქართველოს და დავუბრუნოთ საკუთარ რეალიებს. მათი ფესვები აფხაზურია აბსოლუტურ უმრავლესობაში და საჭიროა გავაკეთოთ ისე, რომ ის თაობა, რომელიც ახლა მოდის, ისინი მაინც იყვნენ აფხაზები.“

ლეონიდ ლაკერბაია იყო სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი 2011–2014 წლებში. სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა აითაირას („აღორძინება“) პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმის წევრი (2002 წლიდან).

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851