ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ - დარახველიძე

პოლიტიკა 1669376523    73

დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად, - აღნიშნული განცხადება ალექსანდრე დარახველიძემ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი  მიძღვნილ ღონისძიებაზე  სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ პრევენციულ ბერკეტს, როგორიც არის შემაკავებელი ორდერი, წლიდან წლამდე მაღალ ნიშნულს ვინარჩუნებთ მსგავსი ორდერების გამოცემის, ასევე სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით  არის უმკაცრესი. ასევე, რა თქმა უნდა,  ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს გადამზადება ჩვენი თანამშრომლების იმისათვის რომ, თითოეული შემთხვევა არ დარჩეს ყურადღების მიღმა, თითოეულ ძალადობის ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. ჩვენ მზად ვართ რომ მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება, მიუხედავად პროგრესისა, მიუხედავად მაქსიმალური მობილიზებისა, სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით - "არა ქალზე ძალადობას!" .

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სამედიცინო სერვისი
REDMED-ის სამედიცინო სერვისები

REDMED- ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს სა...

ჯანმრთელობა 1670223631

პაპუაშვილი
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ 33 ქართველი იმსხვერპლა“ - შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „ბოლო რამდენ...

პოლიტიკა 1670222803

ლენუკა
„ისე შეე@ით ჩემ ძმას, რომ აღარ იცოდა, რა ფორმით გამოეხატა ემოცია“ - ლენუკა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძის შვილი ლენუკა ყიფშიძე იმასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს, რაც მისმა ძმამ დაწერა რამდენიმე კვირის წინ, რომ თითქოს და ავად იყო და მაგიტომ გამოიყურებოდა ასე ცუდათ. ხალხი უკემენტარებდა, რ...

სოცმედია 1670221149

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი დღეს ანჯეი დუდას შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 5 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,  ვარშავაში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის...

პოლიტიკა 1670221035

პოლიტიკოსი
დამძიმდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და რატომ დუმს მკურნალი ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი კლინიკა "ვივა მედში" ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.   მედიის წარმომადგენლებს მისგან სურდათ პასუხი კითხვაზე დამძიმებულია თუ არა მე...

პოლიტიკა 1670220968

დავით ზურაბიშვილი
„ბიძინას რა მოტივაცია აქვს და რატომ იძლევა ასეთ არაადეკვატურ ბრძანებებს, წარმოდგენა არა მაქვს“ - დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოცქსელში წერს: „ის ფაქტი, რომ მთელმა ხელისუფლებამ დემონსტრაციულად პირში წყალი ჩაიგუბა და ორი დღეა სამძიმარის მაგვარიც არ დაცდენიათ უკრაინაში რუს ოკუპანტებთან მებრძოლი ქარ...

სოცმედია 1670220891