„ყველაფერს დავივიწყებთ, მთავარია, იქიდან დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები“ - კობახიძე აშშ-ზე
პოლიტიკა • 1760595748
რა თქმა უნდა, იგვიანებს. როგორც კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შევიდა ოფისში, მაშინვე გავაკეთეთ ძალიან ხმამაღალი საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით. ეს გავიმეორეთ არაერთხელ.
რა თქმა უნდა, იგვიანებს და იგვიანებს იმ მიზეზით, რომ ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია პასუხი, რაც გასაკვირია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ხედავთ, რომ სრული ღირებულებითი თანხვედრა არის. რაც გაცხადებულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ის არის მთლიანად თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, ჩვენს ღირებულებებთან, მიზნებთან და ა.შ.
ჩვენ მოთმინებით დაველოდებით, ვნახავთ. ვინ გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, დიფ სთეითი თუ ტრამპის ადმინისტრაცია, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება ახალი ადმინისტრაციის გავლენა, თუ დარჩება ისევ ძლიერი დიფ სთეითის გავლენა. ვნახოთ, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს.
გარკვეული იმპულსები იყო. მათ შორის მთავარი იმპულსი ჩვენთვის იყო ის დღე, როდესაც ახალმა ადმინისტრაციამ რეალურად გაათავისუფლა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ქალბატონი დანიგანი და იმავე დღეს დემონსტრაციულად მოგვცეს ე.წ აგრემანი ანუ თანხმობა ჩვენი ელჩის დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო.
მთავარია, გაგრძელდეს ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციიდან კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები იმ განცხადებაზე, რაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული. ჩვენ გვაქვს მაქსიმალური განცხადება გაკეთებული, ამაზე მეტი განცხადება არ შეიძლება გაკეთდეს - გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან. ყველაფერს დავივიწყებთ, ყველაფერს, რაც მოხდა - რევოლუციის წახალისება,USAID, NED, ყველაფერ ამ უბედურებას დავივიწყებთ, სუფთა ფურცლიდან და ასევე, კონკრეტული გზამკვლევით, მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, რა არის ამერიკული მხარის ინტერესებში, რა არის ქართული მხარის ინტერესებში, მზად ვართ, ყველაფერი ავსახოთ ახალ შეთანხმებაში, მთავარია, იქიდან დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები.ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კითხვაზე, ხომ არ იგვიანებს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა.
ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახი...
პოლიტიკა • 1762525225
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას...
პოლიტიკა • 1762522581
"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა. 36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრ...
პოლიტიკა • 1762522090
"რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალ...
სოცმედია • 1762519794
სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების...
სოცმედია • 1762446349
31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1762439111










