პოლიტიკა • 1721902153
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ОДКБ-ში საქართველოს შესაძლო შესვლის საკითხზე კომენტარი გააკეთა. ზახაროვამ NEWS.ru-ს შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს გაწევრიანდეს თუ არა რომელიმე სტრუქტურაში, თუმცა, განცხადებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ქვეყნის სავარაუდო მოწვევისა და გადატრიალების შემთხვევაში დახმარების შესახებ, არ წარმოადგენს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას.
NEWS.ru-ს შეკითხვა: ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის სამზადისს იძიებენ. ამასთან დაკავშირებით, ფედერაციის საბჭო სთავაზობს საქართველოს გაწევრიანდეს ОДКБ -ში და ჰპირდება, რომ დაეხმარება საქართველოში მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში. როგორ აფასებთ ასეთი სცენარის პერსპექტივას?
მარია ზახაროვას პასუხი: ალბათ ეს არის პირადი მოსაზრება, შესაძლოა ექსპერტის. ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის ოფიციალურ მოსაზრებას. ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შეუერთდეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სტრუქტურებს, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ამ პლატფორმების შესაძლებლობების გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს (ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ), თქვენ ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. ეს უნდა გავიმეორო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ თემას განვიხილავთ.რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენული უფლება იქნება ამ ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება.
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე რომ გვერდში დი...
სოცმედია • 1743048516
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...
პოლიტიკა • 1743047379
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...
სოცმედია • 1743046396
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...
პოლიტიკა • 1743046099
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1743045447
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 1743021475
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი