ზარქუას გიორგი გოგოლაძეზე დასმული კითხვა აღიზიანებს

პოლიტიკა 1737969738

ზარქუა გოგოლაძე

არაბულ ციხეს გადარჩენილი ირაკლი ზარქუა პარლამენტში  დაბრუნდა. დე ფაქტო დეპუტატს დღეს ჯოჯოხეთად ქცეული მოგზაურობის შესახებ  ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს, მაგრამ „ოცნების“ წევრი თავდაცვაზე გადავიდა და მედიას თავს დაესხა.

ის აცხადებს, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ერთერში უკვე ისაუბრა ყვეალფერზე და არაა ვალდებული ყველას კითხვებს უპასუხოს.

ზარქუა ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სამი ათასით დააჯარიმეს და არანაირი 13 ათასი არ ყოფილა.

არ გაგიმართლათ იმედები, 1 წელი მიუსჯესო ხომ ამბობდით, მერე ერთი თვეო, ჯერ 80 ათასიო, ახლა 13 ათასიო, თანდათან უხალოვდებით რეალობას. რეალობა ისაა, რომ მე ამასთან დაკავშირებით, რაც სათქმელი იყო ის ვთქვი, არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მომაყენოს, მე, ჩემ ოჯახს და ახლობლებს. არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემ შვილებს და ოჯახს ეხებიან. შესაბამისად, მომავალშიც, როცა იქნება ანალოგიური პროვოკაცია, იგივეს მიიღებენ. გინდა ციხეში წავიდე, გინდა ჯარიმა გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, რადგან ქართველი ვარ და ასე ვმოქმედებ. ამ თემაზე მე ამოვწურე“, - თქვა ზარქუა.
ზარქუა განსაკუთრებით გააღიაზიანა გიორგი გოგოლაძეზე დასმულმა კითხვამ, ახალგარზდა კაცზე,  ვინც “ოცნების“ წევრების დასაცავად თეფში ისროლა და მან ჟურნალისტებს პასუხი არ გასცა.

“აი, ეს არის, მე რაც ვთქვი, ზუსტად ის იყო და არ ვაპირებ თქვენთვის გავიმეორო“- განაცხადა ზარქუამ.

კითხვებზე არ უპასუხა „ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ სანიკიძემაც.

“რატო უნდა გითხრა რამდენი გადავიხადე, არ ვარ ვალდებული“ - უთხრა მან “პირველების“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს "მონები" და "რუსები" ეძახა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები“ - ზურა ჯაფარიძე  

ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...

პოლიტიკა 1776690342

მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624