„ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ ტარება პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა“ - იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1718708372

ხვიჩია

ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა, - ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ასეთი ტიპის დისკუსიები ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად მათ ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი და ზოგჯერ არასამთავრობო სექტორიც.

ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა. ისევე, როგორც სპორტული პროცესის დაზიანების მცდელობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დისკუსიები ამ ქვეყანაში ნაცვლად სერიოზულ თემებზე საუბრისა, ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი, ხან სხვა პარტია ან არასამთავრობო სექტორი. ყველაფერი ეს თავისი შინაარსით არის არა პოლიტიკურად თემის სხვაგან გადატანა, არამედ პოლიტიკის მკვლელობა და სპორტში ვითომ პოლიტიკის ჩანასახის შეტანა. მაგრამ არც სპორტის პოლიტიკა გამოდის და არც ჩვეულებრივი პოლიტიკის გაფუჭება. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესისა და სპორტის გაფუჭება ქართველი ხალხისთვის” - თქვა მან.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853