ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი - საგარეოს განცხადება
პოლიტიკა • 1701972992
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
"2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.
ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები,"
- წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს - ამის შესახებ ინფ...
პოლიტიკა • 1779086118
აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა | Bloomberg-ის ცნობით ლიცენზია, რომელიც სანქცირებული ნავთობის ნაწილის გაყიდვის უფლებას იძლეოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაახანგრძლივა. ირანში მიმდინარ...
მსოფლიო • 1779085387
უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა რუსული დეზინფორმაცია უწოდეს კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და...
მსოფლიო • 1779085322
მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge სამოქალაქო აქტივისტის, ნარმინ საფაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე...
შემთხვევა • 1779085177
„კატიუშა” და სხვა მელოდიები - რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის...
პოლიტიკა • 1779084106
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:პრე - ჩვენ ვყვიროდით - ცოტანი... პოსტ - თქვენ იყვირეთ - ბევრმა... და ვაი, ვაი, არ გამაგონოთ.... ლამის ყველა ოჯახი დაწყევლა უკვე და დანარჩენსაც მიხედავს - არ გაუჭირდება....
სოცმედია • 1779083590












