პოლიტიკა • 1737809122
"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან... მზია ამაღლობელი დღეს ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს," - ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ვატიკანის იუბილეს დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელიდან-მოზამბიკამდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს.
ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეკავათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი". გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, დღეს, ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: "იმიტომ რომ არ შემიძლია გავჩუმდე," - განაცხადა მარია რესამ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე მარია რესას წიგნით "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" მივიდა.
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...
პოლიტიკა • 1739805198
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...
პოლიტიკა • 1739804012
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1739800834
„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...
პოლიტიკა • 1739800689
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი
პოლიტიკა • 1739800593
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1739800408
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი