პოლიტიკა • 1739791039
ზონდერჯგუფის წევრები სპეცსამსახურებთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, რეისის შესახებ ინფორმაცია თავდასხმაში მონაწილე პირებმა სპეცსამსახურებისგან მიიღეს.
დღეს, გამთენიისას, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული, პარტიული ზონდერჯგუფი დაახვედრა, რომლის აგრესიასაც, აბსოლუტური უმოქმედობით, ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი, ივანიშვილის და „ოცნების“ პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია. საგულისხმოა, რომ პარტიული ზონდერჯგუფის წევრებს, სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ.
ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული.
ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერნციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ.
გახარიას ჰქონდა მიშვნელოვანი შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილები უკანონო პატიმრების დროულად გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას შეცვლილ გარემოში და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არაღიარებას შეეხებოდა.
ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოსცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს - ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას.
მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები. საკუთარ ქვეყანაში იზოლირებული, საკუთარი ხალხისგან მოკვეთილი ივანიშვილი, შიშიგან ვერ იაზრებს, რომ ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი.
პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...
კრიმინალი • 1742047630
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...
საზოგადოება • 1742047324
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...
ჯანმრთელობა • 1742047239
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...
სოცმედია • 1742046210
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს. წინასწარ ჩამონათვალში, რ...
მსოფლიო • 1742045769
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742044073
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი