ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა - ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
პოლიტიკა • 1718109710
ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა. მას ცხვირი აქვს გატეხილი და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაუდებელ ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, სამოქალაქო აქტივისტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მომხდარს, როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ძალადობა პირდაპირ იყო წახალისებული პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და არ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა პაპუაშვილს ინფორმაცია
"პაპუაშვილის განცხადება იყო წამახალისებელი, უბრალოდ პაპუაშვილმა შეიძლება არც იცოდა, რომ იგეგმებოდა, შეიძლება იცოდა, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის ისეთივე პაიკია ამ თამაშში, როგორც ბევრი სხვა, ვისაც ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს. ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადება, საიდანაც 1 საათში ხდება ასეთი ფაქტი, ეს შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკის ნაწილად. თვითონ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ გექცევით ასე" ამბობს ლევან ბერძენიშვილი "დღის სტუმრის" ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს.
მისივე თქმით, გამოძიებას კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს, რადგან ეს იყო ჯგუფური თავდასხმა და არა უბრალოდ ძალადობა, რომლითაც შსს-მ საქმე აღძრა.
ცნობისთვის, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დღეს დილით, საკუთარ სახლთან დაესხნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მოძალადეები მას მანქანით ელოდებოდნენ. სანომრე ნიშნის დაფიქსირება ბერძენიშვილმა მოახერხა. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე არავის დაუკავებია.
ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა. ჩამონათვალში დასახელებული იყო ბერძენიშვილიც.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












