19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

რელიგია 1768803180

ნათლისღება

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.

ნათლისღება ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა საიდუმლოდან ახალი აღთქმის მიხედვით. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე, როგორც უცოდველი, იგი განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ამ დღეს, ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ასევე ხდება ტაძრებში მოძღვრების მიერ წყლის კურთხევა- წყალკურთხევა, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს ეს "განწმედილი" წყალი და მიზნობრივად მოიხმაროს.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება. წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
16 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...

ეს საინტერესოა 1786827499

ქონექთი
„სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს“ - „რეპსოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786822857

ცხენის ნარჩენები ნაბახტევში
ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენები იპოვეს — ადგილობრივები ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...

შემთხვევა 1786821002

ინდონეზია მიწისძვრა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...

მსოფლიო 1786802130

ამინდი
15-18 აგისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...

საზოგადოება 1786797933

სტიქია თბილისი
რა ვითარებაა 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შემდეგ დედაქალაქში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...

საზოგადოება 1786787163