ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება - მეუფე ზენონი

რელიგია 1676559998

მეუფე ზენონი

სინოდის სხდომის შემდეგ, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული სხდომის განჩინების მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას ეხება, მეუფე ზენონ იარაჯული განცხადებას ავრცელებს. სასულიერო პირის განცხადებიდან ირკვევა, რომ სინოდის სხდომის დღეს ის პატრიარქს შეხვდა და თავად შესთავაზა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია დროებით თავად დაექვემდებარებინა. ამის შემდეგ კი პატრიარქმა სინოდს მიმართა, რომელმაც ეს შეთავაზება გაიზიარა და დაამტკიცა.

ზენონ იარაჯული წერს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა და ის სამომავლოდ იქნება განხილული. სწორედ განხილვის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის შესახებ.

"განცხადება

უკანასკნელ ჟამს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამწყსოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აღძრა ფართო ინტერესი, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მცირეოდენი კომენტარი გავაკეთო აწ უკვე საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის მიერ გავრცელებულ სხდომის განჩინების /14.02.2023 / მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას და პირადად მე.

გაცნობებთ, რომ სინოდის სხდომის დასაწყისამდე მცირე დროით შევხვდი მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორეს და ვისაუბრეთ ამ საკითხის ირგვლივ.

ეპარქიაში განვითარებული მოვლენები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და რამდენადაც აღნიშნული დღე, არსებული მოცემულობის გამო, საკითხთა საფუძვლიანი განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შევთავაზე აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო.

მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და მიმართა წმინდა სინოდს რათა სინოდური დადგენილებით დამტკიცებულიყო დროებითი ზედამხედველობა.

წმინდა სინოდმა მიიღო და დაამტკიცა კათოლიკოს -პატრიარქის შეთავაზება.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია.
კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო.

ამ დროისათვის შემოვიფარგლები მცირეოდენი განცხადებით და დავძენ: ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება.

არ ვაპირებ რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე იმ ადამიანებთან, რომელთაც სურთ ამ საკითხების მიჩქმალვა-ნიველირება და პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას.

მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ - ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას არ მოვახდინო რეაგირება ზემოთაღნიშნულ ფაქტზე.

აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს.

+ მთავარეპისკოპოსი ზენონი"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685

გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472

ახალგზრდა მეტროში
საგანგაშო ვიდეო - „სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვუყუროთ ამას ასე მშვიდად?“

სოციალურ ქსელში უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრი მეტროს მოძრავი მატარებლის კარს აღებს და ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება. ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ მორიგი ასეთი ვიდეო ვრცელდებ...

სოცმედია 1711640047