მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

რელიგია 1649274000

ხარება

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია და იგი 12 საუფლო (უძრავი) დღესასწაულთაგანია.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

ლუკას სახარების თანახმად, უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი მიავლინა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ქალწულ მარიამთან, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. შევიდა ანგელოზი მარიამთან და უთხრა:

"გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".

უფლის ანგელოზის გამოცხადებამ შეაძრწუნა და ჩააფიქრა გამოუცდელი ქალწული - ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა დაამშვიდა იგი

"ნუ გეშინინ მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მადლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თვისისაი და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ".

გაოცებული მარიამი ეკითხება ანგელოზს, თუ როგორ მოხდება ეს, როცა მან მამაკაცი არ იცის?! ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, - "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ", - იყო პასუხი. გახარებული ქალწული თავის მორჩილებას ასე გამოხატავს: "აჰა მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!"

ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოარჩია.

საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

ეს კი ხარების დღესასწაულზე სათქმელი ტროპარ-კონდაკია:

ტროპარი:

დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.

კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163