მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა
რელიგია • 1653675577 764

მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მოქმედმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სინოდის გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციამ განაპირობა, რომელიც რუსეთის აგრესიას სრულად უჭერს მხარს.
"სრულად არ ვეთანხმებით რა რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის წესდება. აღნიშნული ცვლილება ადასტურებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოსკოვის საპატრიარქოსგან," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ასევე მოქმედებს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (უკრ. Православна церква України), რომელიც შეიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანებულ კრებაზე 2018 წლის 15 დეკემბერს. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო 2019 წლის 6 იანვარს მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსისაგან. მოსკოვის საპატრიარქო და მისდამი დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობდნენ მის ავტოკეფალიას და მის მღვდელმთავარს არ იხსენიებდნენ ლოცვებში.
საინტერესოა, მოხდება თუ არ ამ ორი ეკლესიის გაერთიანება დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ.

15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, ნაპოლი სტუმრად ვერონას შეხვდება. ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში. მის თამაშ...
სპორტი • 1660513085

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...
შემთხვევა • 1660508280

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...
საზოგადოება • 1660506867

როგორც ირკვევა, 17 წლის მოზარდი, რომელსაც ბრალად დედის, 34 წლის ჟანა ხალილოვას მკვლელობა ედება, გარდაბანში მცხოვრები ნორუს ხალილოვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გამოძიების...
კრიმინალი • 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...
ეს საინტერესოა • 1660505671

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...
ეს საინტერესოა • 1660505460