"მქონდა განსაცდელი, 19 წლის ვიყავი... უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება...“ - რას იხსენებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

რელიგია 1698264600    385

თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, თავის ლექციაზე თემით - მეტამორფოზა, თავისი ცხოვრებიდან გაიხსენა მომენტი, როდესაც მან ღმერთი აღმოაჩინა. აი, რას ჰყვება სასულიერო პირი.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

"ხრუშოვის დროს დავიბადე. ათეისტურ პერიოდში. ვცხოვრობდი გარემოში, რომელმაც ისეთი პირობა შემიქმნა, რომ ჩემში არანაირი მეტამორფოზა არ მომხდარიყო. ეს ის დროა, როცა ყველგან დახურულია ღმერთის თემა. იშვიათად ვინმეს თუ მორწმუნე ბებია ჰყავს. ამ სიტუაციაში ვიზრდები. და მქონდა განსაცდელი, 19 წლის ვიყავი, ჩიხურ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი. და იმან, რომელიც არ ვიცოდი რომ არსებობდა, იმან, რომელიც ადამიანად მოვიდა - მე მიპოვა! ეს იყო ჩემი მოქცევის და მეტამორფოზის დასაწყისი. მე ღმერთის არა თუ მწამდა, არც ვიცოდი მისი არსებობა. უცებ, ამ ჩიხურ სიტუაციაში, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება, რომ ის არის ღმერთი, მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ და იმ პრობლემების შესახებ, რომელმაც ჩიხში შემიყვანა. ამიხსნა, რისთვის არის ეს ჩიხი. იქიდან დაიწყო ჩემი მეტამორფოზა. მე საკუთარ ტყავზე ვიცი, რა არის ნამდვილი ადამიანური მეტამორფოზა. დაიწყო ძიების პროცესი, ადვილი არ იყო. გავხდი მორწმუნე.

ნამდვილი მეტამორფოზა მაშინ იწყება, როდესაც ის გიპოვის. სხვათა შორის, ის თვითონ გვპოულობს და არა ჩვენ - მას. იქიდან აქ ჩამოვიდა და გამიკვალა გზა, რომ მე ავიდე ზევით, აქედან - იქ. ქრისტე მოწაფეებს ეუბნება, თქვენ კი არ გამომირჩიეთ მე, მე გამოგირჩიეთ თქვენ. ის გვპოულობს და ანთებს ჩვენს გულში სანთელს. ამ სანთელს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ არ ჩაქრეს. თუ გავუფრთხილდებით, ის მზედ გადაიქცევა.

ადამიანის მეტამორფოზის დროს ღმერთი არ ძალადობს. უაღრესად ფაქიზად გვეხება, რომ არ შეზღუდოს ჩვენი თავისუფლება.

ის გამოცხადებით მოდის. მე მისი პირველი გამოცხადების შემდეგ, მთელი ცხრა წელი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ქრისტემ მოიტანა. არსად ძალა არ დაუტანებია. პერიოდულად მეხმარებოდა.

ადამიანში იწყება დაუსრულებელი მეტამორფოზის პროცესი. ღმერთი იწყებს შენში ცხოვრებას.

ქრისტიანული პრაქტიკა ადამიანს აძლევს იმის საშუალებას განიცადოს ქრისტე საკუთარ თავში; ეს იწვევს ადამიანის მეტამორფოზის დაუსრულებელ პროცესს. ჩვენში შემოდის სიცოცხლე და იგი აქრობს ჩვენში სიკვდილს..."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729

ხვიჩია
„ღმერთმა დაგვიფაროს“ – იაგო ხვიჩია „გირჩის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე

 „ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...

პოლიტიკა 1701348507

კაბუ.jpg
„მიყვარხართ“ - კაბუ მიმართვას ავრცელებს

საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...

სოცმედია 1701347829