რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო "ჰელოუინთან“ დაკავშირებით

რელიგია 1698265200    159

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო „ჰელოუინთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან.

ჰელოუინის შესახებ მრავალი მითქმა-მოთქმა არსებობს. აშკარაა, რომ მართლმადიდებლებისთვის ეს ღონისძიება (ძნელია დღევანდელ ჰელოუინს დღესასწაული უწოდო) მიუღებელია;

ჰელოუინის ისტორია კარგი ნიმუშია იმისათვის, თუ როგორ შეიძლება კარგი და ღვთივსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და გაიხრწნას;

ჰელოუინთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა არსებობს: საიდან და როდის იღებს სათავეს? რას უკავშირდება მისი სახელი? რას უკავშირდება მისი გარეგნული სახე? როდიდან მიიღო დღევანდელი იერი?

ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულთან სამაინთან. მაგრამ რატომ აქვს მას სხვა სახელი და რატომ, ან როგორ მოედო ზურმუხტის კუნძულის ადგილობრივი მოვლენა IX საუკუნიდან მთელ ქრისტიანულ ევროპას?

ყველაფერი კი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება კარლოს დიდს (742?-814);

თავისი იმპერიის განათლების მცდელობისას კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე, მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას;

მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების მატარებელი ირლანდიელები. როგორც ჩანს, სწორედ მათ გადმოიტანეს VIII-IX სს.-ში ირლანდიიდან სამაინი და სხვა წეს-ჩვეულებებიც. უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილი ამ გადმონაშთების მიმართ;

დასავლეთიდან მოსულ ტალღას შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილი ხატთაყვანისმცემელი მიგრანტების ტალღაც. ხატებითა და წმინდანთა ნაწილებით დახუნძლული მართლმადიდებლები გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში;

დევნილები რომის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა - რომის პაპებმა შეიწყნარეს: პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემის დასამტკიცებლად; პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია; ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი - Halloween - All Hallows Eve - ყველა წმინდანის მწუხრი), რომელზეც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდანთა ნაწილებით მიემართებოდა ლიტანიობაზე და საზეიმო მსვლელობაზე ტაძრებისა და ქალაქების გარშემო. ეს დღესასწაული საფუძვლიანად დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის;

როგორც ჩანს კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა - ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმი (სამაინის ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაული ხალხმა ერთანეთთან დააკავშირა კალენდარული დამთხვევის გამო. ამას დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე, რომელიც 2 ნოემბერს (ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ დღეს) აღინიშნებოდა;

მეორე ათასწლეულის დასაწყისში რომის კათედრა და მის იურისდიქციაში მყოფი საეპისკოპოსოები გამოეყო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსეს. მაცხოვნებელი მადლის გარეშე დარჩენილი საეკლესიო თემისთვის კი რთული იქნებოდა, რომ ამ "შერეულ" დღესასწაულს ქრისტიანული სახე შეენარჩუნებინა;

რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემაც კი გაუქმდა ევროპის დასაველეთისა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში;

XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომლებსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე;

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიურ-რიტუალური მდგენისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მისი სათნომყოფელების ხატებისა და წმინდა ნაწილების ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება სასუფევლის კარიკატურას - მასკულტურის პერსონაჟებსა და დაცემული ძალების პერსონიფიკაციებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოსტრდია
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353984

სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729

ხვიჩია
„ღმერთმა დაგვიფაროს“ – იაგო ხვიჩია „გირჩის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე

 „ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...

პოლიტიკა 1701348507