რელიგია • 1636285737 176
,,ერთი სიტყვით, მძიმე სურათი არის და ვფიქრობ, რომ ალბათ თვით ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს რაც ხდება" - ასე ეხმაურება ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს.
მეუფე გრიგოლის განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ძალიან მძიმე ვითარებაა, თუმცა აქედან გამოსავალი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ უნდა მოძებნოს და როგორც ჩანს ამ გამოსავალს ის საკუთარ გადაწყვეტილებაში ხედავს.
,,ერთი სიტყვით, მძიმე სურათი არის და ვფიქრობ, რომ ალბათ თვით ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს რაც ხდება. თუმცა, ის გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც ღებულობს. საერთოდ უნდა გითხრათ, ეკლესიის წიაღში, მღვდელმთავრებშიც, სხვადასხვა საკითხებზე არსებობს განსხვავებული აზრები, მაგრამ ჩვენ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ და სხვა სივრცეში განვიხილავთ. ისე უნდა გითხრათ, რომ ეკლესია რამდენადაც ცოცხალი ორგანიზმია, პრობლემები უცხო არ არის. ჩვენც გვაქვს გავლილი, არა ზუსტად მსგავსი, მაგრამ ზოგადად სერიოზული პრობლემები გვქონდა ჩვენც და დიდი ხანი არის გასული , 25 წელია გასული. იგივე ახალციხეშიც შეიქმნა პრობლემები, ესეც დიდი ხანია უკვე. ყველგან არის ეს, მაგრამ ჩვენ ჭყონდიდში ვხედავთ ამ პრობლემას რამდენადაც ის გამწვავდა, რატომ გამწვავდა ამას ვერ გეტყვით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მეც იმდენივე ვიცი, რაც ზოგადად თქვენ, ტელევიზიებიდან მესმის“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შეგახსენებთ, სალხინოს მონასტერში დღეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირიც დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ ეკლესიაში სალოცავად შესვლის უფლება არ მიეცათ.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლები...
საზოგადოება • 1701864000
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701863633
Reuters-ის ცნობით, უნგრეთის მმართველმა პარტია "ფიდესმა" დღეს პარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. "ევროკა...
მსოფლიო • 1701863455
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. როგორც სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს, ის მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთა...
მსოფლიო • 1701862316
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, მოახერ...
კრიმინალი • 1701860914
პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. გატაცებულიც სავარაუდოდ ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარ...
კრიმინალი • 1701860730
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი