„123 ქვეყანას აქვს ვალდებულება, მიიღოს დაკავების გადაწყვეტილება“ - ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტი პუტინის დაკავების ორდენზე
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679112908 2294

დაკავების ორდერი არ არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი სამართალწარმოებისას ორდერის შემაკავებელი ეფექტის - განუცხადა CNN-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტრ ჰოფმანსკიმ.
მან პუტინის დაკავების ორდერი ერთგვარ სანქციას შეადარა.
"არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც ის უსაფრთხოდ არ იქნება”, - თქვა ჰოფმანსკიმ.
კითხვაზე, სთხოვს თუ არა ICC ხელმომწერ ქვეყნებს პუტინის დაპატიმრებას, თუ ის მათთან ჩავა, ჰოფმანსკიმ ICC-ის წესდება მოიშველია: „ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება."
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] 17 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.
პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი - სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს
რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...
საზოგადოება • 1679934240

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...
პოლიტიკა • 1679933492

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...
პოლიტიკა • 1679933222

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157