9 მაისის აღლუმამდე 5 დღით, ადრე უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია

მოსკოვი

9 მაისის აღლუმამდე 5 დღით ადრე უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია - დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინული დრონი მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მოსფილმოვსკაიას ქუჩაზე ჩამოვარდა. დაზიანებულია შენობის ზედა სართულების ფასადი და მინები. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დაშავებული არავინაა. მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო, რიგები იყო აეროპორტშიც. ამასთან, გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტია, მათ შორის ვორონეჟს, სარატოვს, ბელგოროდს, ორიოლსა და ვოლგოგრადს, ასევე ანექსირებულ ყირიმს დრონებით უტევს და რუსეთის მიმართულებით 250-მდე კამიკაძე ტიპის დრონი მიფრინავს. მათი სამიზნე კი სამხედრო და ენერგოინფრასტრუქტურაა

 3 მაისს რუსულ მედიაში გავრცელდა ფოტო და ინფორმაცია, რომ მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ. მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმის წინ მოსკოვში დაახლოებით 280 საჰაერო თავდაცვის სისტემაა განლაგებული. მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების გადასროლა სხვადასხვა ქალაქებიდან მოხდა, მათ შორის ყაზანიდან და გროზნოდან. მოსკოვში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ქალაქის დაცვა რამდენიმე შრედ არის მოწყობილი. The insider-ის ცნობით, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად თანხმობა 4 ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, 2025 წელს კი აღლუმს 27 ქვეყნის ლიდერი დაესწრო. 9 მაისის აღნიშვნაში მონაწილეობის შესახებ უკვე განაცხადა დსთ-ის სამი ქვეყნის ლიდერმა: ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა და ყირგიზეთის ლიდერმა სადირ ჯაფაროვმა. მოსკოვში ჩასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის მმართველი პარტიის ლიდერმა მილორად დოდიკმაც. გარდა ამისა, აღლუმს დაესწრება სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო. ასევე, აღლუმს დაესწრებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები - ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058