რუსეთ-უკრაინის ომი • 1700563202 79
ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, შეზღუდონ თუ არა რუსი დიპლომატების მოგზაურობა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ პოტენციური ჯაშუშები თავს არიდებდნენ მონიტორინგს შენგენის ზონაში, სადაც არ არის სასაზღვრო შემოწმება. ინფორმაციას უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნები გასცემენ ვიზებს რუს დიპლომატებზე, რაც მათ აძლევს შენგენის ზონაზე წვდომას და შეუფერხებლად მოგზაურობის უფლებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 24-ში, ასევე შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში.
გასულ კვირას პრაღამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც გამოთქმული იყო იდეები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, როგორც მოლაპარაკებების ნაწილი ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტზე მოსკოვის წინააღმდეგ. პაკეტს ჯერ კიდევ სჭირდება წევრი ქვეყნების მხრიდან დამტკიცება.
ჩეხეთს სურს, რომ რუსმა დიპლომატებმა მიიღონ ვიზები და ბინადრობის ნებართვა მხოლოდ იმ ქვეყნისგან, რომელშიც მუშაობენ, და არა შენგენის დანარჩენი ზონისთვის.
ჩეხეთს ასევე სურს, რომ ევროკავშირმა მიიღოს მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რომელთა გაყალბება უფრო რთულია.
პრაღის მიერ წამოჭრილი კონკრეტული საკითხი ეხება ჩინოვნიკებს, რომლებიც იღებენ ავსტრიის ვიზებს ვენაში გაეროს სააგენტოებში სამუშაოდ და შემდეგ კი შეუძლიათ ჩეხეთში ან სხვა ქვეყნებში გამგზავრება.
"GRU-ს და სხვა სამსახურების აგენტები ჩადიან ჩეხეთის ტერიტორიაზე. შენგენის ზონაში ამის კონტროლი ძალიან რთულია", - თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა. დისკუსიები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.
გესტ ჰაუსი „ლელიანი“, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კმაყოფილი ირანელი ტურისტი შალახოს ცეკვავს
სოცმედია • 1701356482
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353984
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353691
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი