ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა -"დააპატიმრეს" კიდევ 3 ქართველი მებრძოლი
რუსეთ-უკრაინის ომი • 1732616215
რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის ლიდერს მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მამულაშვილმა 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში "დაქირავებული" მებრძოლები, ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები "გაწვრთნა და უზრუნველყო მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში". რუსული რეჟიმი ამტკიცებს, რომ მამულაშვილმა ამაში ფული აიღო.
დაუსწრებლად "სასჯელი" კიდევ სამ მებრძოლს შეუფარდეს - 34 წლის გიორგი რუსიტაშვილს, 30 წლის ნოდარ პეტრიაშვილისა და 54 წლის ვანო ნადირაძეს. მათ არაღიარებულმა სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












