“არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას“ - ალიევი უკრაინას

ალიევი

“არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას“ | ასე უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვას, რას ურჩევდა უკრაინას და უკრაინელებს, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის ლიდერი
 

 

“არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას. ეს არის მთავარი რჩევა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, როგორც ჩვენ ვხედავდით ამ პროცესს. ვინაიდან ყარაბაღის პირველი ომის პერიოდი იყო რთული, ტრაგიკული, მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, აზერბაიჯანელების გენოცოდით, კონფლიქტისადმი პერიოდი იყო არანაკლებად რთული მორალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვყავდა მილიონი ადამიანი, რომლებიც საარსებო სახსრების გარეშე დარჩნენ. ფული არ გვქონდა, ხაზინა ცარიელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად არავინ გვიჭერდა მხარს. არავისგან გვქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეკონომიკა ნანგრევებში იყო, ინფლაცია ათასი პროცენტი, მასშტაბური უმუშევრობა, სიღარიბე კი 100 პროცენტს უახლოვდებოდა. ასეთი იყო აზერბაიჯანი, როდესაც მას სათავეში ჰეიდარ ალიევი ჩაუდგა… თანდათან ჩვენ ფეხზე ადგომა, აღორძინება დავიწყეთ და ვფიქრობდით მხოლოდ ერთზე – როგორ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორია. გვესმოდა, რომ რთული იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა რელიეფის გამო. ჩვენ ყველა ამით ვცხოვრობდით, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. საერთაშორისო გარემოებები ჩვენ წინააღმდეგ იყო. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, თითოეული თავისი მიზეზით, იყვნენ სომხეთის მხარეს და ყველა ცდილობდა, რომ ეს სიტუაცია მარადიულად გაგრძელებულიყო და ეს სტატუს კვო არ შეცვლილიყო“ | თქვა ალიევმა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
ვიდეო: "ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1773078330

ხამენეიშ შვილი
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...

მსოფლიო 1773078042

ხამენეის შვილი
„დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავაგრძელებთ წინამორბედი ლიდერების გზას და ვივლით ჩვენი მოწამეების კვალდაკვალ“ - მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა უზენაესი ლიდერის რანგში

მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...

მსოფლიო 1773077710

ბაჩო ახალაია
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზის გამო, ბაჩო ახალაიაზე ახალი გამოძიება დაიწყო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...

პოლიტიკა 1773077061

წარბიანი ქალი
ვიდეო: „ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს სუს-მა ხელბორკილები ქრთამის აღების დროს დაადო

 ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....

კრიმინალი 1773074848

კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331