"აშშ თქვენი მაგალითით იხელმძღვანელებს" - ტრამპმა ევროპას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა
რუსეთ-უკრაინის ომი • 1757489316
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას მოუწოდა, რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მასშტაბური ტარიფები დააწესოს და დაჰპირდა, რომ აშშ მისი მაგალითით იხელმძღვანელებს.
როგორც The Telegraph წერს, ტრამპმა ევროკავშირეებსს მოუწოდა, კრემლზე ზეწოლის გასაძლიერებლად ინდოეთსა და ჩინეთზე 100-პროცენტიანი მეორეული სანქციები დააწესოს. ცნობილია, რომ ამ თხოვნით მან ევროპელ ლიდერებს მიმართა იმ განხილვების დროს, სადაც საუბარი იყო რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების გზებზე.
გამოცემის შეფასებით, ეს წინადადებამ შესაძლოა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს აშშ-სა და ინდოეთს შორის მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე 25-პროცენტიანი ტარიფი დააწესა, რის შედეგადაც ინდური საქონლის საბაჟო ტარიფების საერთო ოდენობამ 50%-ს მიაღწია.
„ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია მოსკოვით, რადგან პუტინი განაგრძობს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, აშშ-ის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობების მიუხედავად,“ – აღნიშნავს გამოცემა.
ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლი კიდევ უფრო ამკაცრებს თავის რიტორიკას პუტინის მიმართ. კერძოდ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ იმ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, შეიძლება რუსეთის ეკონომიკა სრულად ჩამოშალოს.
„ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით შეჯიბრში იმასთან, რამდენ ხანს შეძლებს უკრაინის არმია გაძლებას და რამდენ ხანს გაძლებს რუსეთის ეკონომიკა,“ – განაცხადა მან.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...
საზოგადოება • 1778607897
„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...
პოლიტიკა • 1778601240
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778601094
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...
პოლიტიკა • 1778601017
„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...
მსოფლიო • 1778600936
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...
სოცმედია • 1778600879












