„დასავლური სამყარო მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს“ - მედვედევი

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. მედვედევი ამტკიცებს, რომ "კიევის რეჟიმი" იძულებულია ასე მოიქცეს და ამით გაამართლოს დასავლური დახმარებები, წინააღმდეგ შემთხვევაში "ამერიკელი აგენტები" მათ "ფულის ფლანგვაში დაადანაშაულებენ".

"მტერი დიდი ხანია გვპირდება დიდ კონტრშეტევას.
და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო.
გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. შეტევა უნდა. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ." წერს ის.
მედვედევი "კიევის რეჟიმს" ნარკომანებად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მათ "მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ" - წავიდეს ბოლომდე და ათასობით "მობილიზებული სასიკვდილოდ გაგზავნოს".

"მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს. ამიტომ, ახლა მთავარია მაქსიმალურად კონცენტრირება და ღირსეული პასუხის გაცემა" წერს მედვედევი.
მისი აზრით, რუსულ არმიას აქვს "მნიშვნელოვანი უპირატესობა ავიაციაში, ჯავშანტექნიკაში და მაღალი სიზუსტის იარაღში. და, რა თქმა უნდა, მორალური სიმაღლე".

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ მტერი და შემდეგ დავიწყოთ შეტევა." წერს მედვედევი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კაკულია
„უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია...“ - ლელა კაკულიას გაფრთხილება

ლელა კაკულიას გვერდი აქვეყნებს წინასწარმეტყველებას, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. „გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა: 2023 წლის 8 აგვისტო ამწ...

სოცმედია 1695959204

ჩვილი
სამი შვილის დედამ ტუალეტში იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო - საზარელი დანაშაულის დეტალები

"კურიერმა" მოიპოვა იმ ქალის ჩვენება, რომელიც ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. 30 წლის ქალი ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ 8 თვე არაფერი იცოდა. მისი ადვოკატი  ინტერვიუში ამბობს, რომ ახალგაზ...

კრიმინალი 1695959123

გვარამია
“ჩემი ადგილი არის იქ, ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს: ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები… მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ...

პოლიტიკა 1695958878

დაკავება
ვინ არის 34 წლის ქართველი, რომელიც რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და რომელიც პოლონეთში დააკავეს

პოლონეთში, მოდლინის აეროპორტში საქართველოს 34 წლის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.   ადგილობრივი პრესა წერს, რომ მამაკაცი რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის...

კრიმინალი 1695958741

შალვა ნათელაშვილი
„იმდენი გაგისივდათ ცხვირი...“ - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

დღეს Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კვლევის ავტორებს მიმართავს: ედისონ რისერჩის ს...

სოცმედია 1695958174

ხუხაშვილი
„ღია კარგების დაგინება და... გულში დედის დაგინება“ - რაზე საუბრობს გია ხუხაშვილი

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის - ღია კენჭისყრის ნაცვლად, ღია კარგების დაგინება ჩატარდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.    „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებ...

სოცმედია 1695957898