დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

„დღეიდან ძალაში შედის ენერგეტიკული ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. ორივე მხარე შეთანხმდა ამაზე. ნუ დაარღვევთ მას! გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, — დაწერა ტრამპმა.

გამოცემა Axios-თან მოკლე ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადება მისთვის სიურპრიზი იყო, თუმცა კიევი მზად არის ინიციატივას შეუერთდეს, თუ მას რუსეთიც დაეთანხმება.

„თუ რუსები დათანხმდებიან ენერგეტიკულ ზავს, უკრაინაც დათანხმდება. თუ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პუტინს მოელაპარაკა, გთხოვთ შეგვატყობინოთ, როდის იწყება ზავი. ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი კანადის პრემიერ-მინისტრთან, ფინეთის პრეზიდენტთან და ნატოს გენერალურ მდივანთან განიხილა.

„ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავი. უკრაინა მხარს უჭერს ზავს და მნიშვნელოვანია, რომ მას მხარი რუსეთშიც დაუჭირონ. ამერიკული მხარისგან დეტალებს ველოდებით. ჩვენი, უკრაინული მხრიდან, ყოველთვის არის სრული მხარდაჭერა დეესკალაციის ღონისძიებების, სიცოცხლის დაცვისა და ომის შეწყვეტისა თუ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიმართ“, — აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, ეს არის „კარგი სიახლე ყველასთვის“ და მნიშვნელოვანია, რომ ის რეალობად იქცეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის არ მიიტანოს იერიშები რუსულ ენერგეტიკაზე და იმედოვნებს ანალოგიურ მზადყოფნას მოსკოვის მხრიდანაც.

„უკრაინა უამრავ დეესკალაციურ ნაბიჯს სთავაზობდა. პუტინი ყველაფერზე ერთსა და იმავეს ამბობდა: ეს იყო მისი „არა“. ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს ის ამერიკას, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს სხვა რამეს ეტყვის. რაღაცას, მკვლელობებისა და ტყუილის გარდა. რაღაც ისეთს, რაც რეალურ და ღირსეულ მშვიდობამდე მიიყვანს პროცესს. უკრაინას სურს მშვიდობა. საკითხავი ის არის — სურს თუ არა ეს რუსეთს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

„სამწუხაროდ, მთელი დღის განმავლობაში დღეს ცაში რუსული „შაჰედები“ იყვნენ, ახლაც ცაში „შაჰედებია“. და იყო დარტყმები, სამწუხაროდ, ავიაბომბებით, იყო დარტყმები ჩვენს ენერგეტიკაზე. ახლახან მოხდა დარტყმა ქალაქ ხარკოვის თბოელექტროცენტრალზე, ენერგეტიკაზე“.

ზელენსკის თქმით, სულ ამ კვირის განმავლობაში რუსებმა 200-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს უკრაინაში ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ობიექტებზე. კიდევ 17 დარტყმა კვირის განმავლობაში განხორციელდა უკრაინაში არსებულ გაზისა და ნავთობის ობიექტებზე. ამ კვირაში რუსებმა 150-ზე მეტი უკრაინელი მოკლეს, 700-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ზელენსკი დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პირობა დაასახელა. ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამისთვის საბრძოლო მოქმედებების 60-დღიანი შეწყვეტაა საჭირო.

„მე უკვე არაერთხელ ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს: თუ მას სურს რაიმე ცვლილებები არჩევნების გზით, უთხრას [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინს - მოგვეცით ორი თვე, 60 დღე სრული ზავი, და ჩვენ ორგანიზებას გავუკეთებთ არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის - სწორედ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, - განუცხადა ზელენსკიმ ABC-ის ტელეწამყვან ჯონათან კარლს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარებას უკრაინის კანონები კრძალავს.

„მაგრამ მთავარია ამისთვის დაცული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ხალხისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემა. რა თქმა უნდა, უკრაინელები თავად წყვეტენ, როდის მისცენ ხმა, როგორ და ვის სასარგებლოდ“, - აღნიშნა მან.

10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისურვებდა ახალი ადამიანის ხილვას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. მისი აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიმართავს საკმარის ძალისხმევას რუსეთთან ომის დასასრულებლად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851