„კიდევ უფრო დიდი იქნება რუსების მსხვერპლი, მაგრამ ეს პუტინს არ ადარდებს“
რუსეთ-უკრაინის ომი • 1674967763 815

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“რატომ შეეცდება პუტინი ერთი დიდი შეტევის ორგანიზებას?
კრემლში შესანიშნავად ესმით, რომ დასავლური ტანკებისა და სხვა სერიოზული შეიარაღების ჩამოსვლა ფრონტის ხაზზე რუსეთისთვის ომის წაგებას ნიშნავს. ისინი ფიქრობენ, რომ დასწრებაზე მოქმედებაა საჭირო და ამიტომ შეეცდებიან ამ შეიარაღების ჩასვლამდე შეუტიონ უკრაინელებს.
მაგრამ ცხადია, რუსეთს სერიოზულ დახმარებას არავინ გაუწევს და მათ კიდევ უფრო ძველი, უმეტეს შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში წარმოებული შეიარაღებით მოუწევთ ბრძოლა. ცალკე საკითხია, რომ მათი მობილიზებულები ცუდად არიან მომზადებული.
ამიტომ კიდევ უფრო დიდი იქნება რუსების მსხვერპლი. მაგრამ ეს არც პუტინს ადარდებს და არც რუსეთის მოსახლეობას, რომლებიც მორჩილად მიყვებიან უფროსობას სასაკლაოზე.
მეორე საკითხია, რამდენად შედეგიანი იქნება მათი ეს წამოწყება. საეჭვოა, რომ მათ ამ ომში რაიმე სახის სტრატეგიული გარდატეხის შეტანა მოახერხონ. თუ რაიმე სახის წინსვლა ექნებათ, ეს იქნება უდიდესი დანაკარგების შედეგად, რაც დავინახეთ კიდეც სოლედართან გამართული ბრძოლებისას.
ასეთ შემთხვევაში რუსები შეტევის შემდეგ კიდევ უფრო გამოიფიტებიან და უკრაინას გაუადვილდება წარმატებული კონტრშეტევის განხორციელება. ამიტომ ამ ბრძოლებში უკრაინელებს მაგალითად ბახმუტის ან მსგავსი დასახლებების დატოვებაც რომ მოუწიოთ, სტრატეგიულად ეგ არაფერს ცვლის. თან ეს იქნება რუსების ბოლო დიდი შეტევა ან შეტევის მცდელობა (არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინელებმა შეძლონ მაგ შეტევის ჩაშლა).
დასავლური შეიარაღების დიდი რაოდენობის ჩამოსვლის შემდეგ კი უკრაინელები ყველაფერს დაიბრუნებენ.
უკრაინა გაიმარჯვებს და ეს წელს მოხდება!“

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...
საზოგადოება • 1679934240

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...
პოლიტიკა • 1679933492

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...
პოლიტიკა • 1679933222

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157