კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

გლაგოლი

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხზე წერს „აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სროლისა და მძევლების აყვანის მიმართულებით – ტერორისტული აქტი, რომელიც სიკვდილით დასრულდადადგენილია თავდამსხმელის ვინაობა – ეს არის 1968 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა.თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა და ქალი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათი ვაჟი ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით და საჭირო მკურნალობა უტარდება. წინასწარი გამოძიება კიევის საქალაქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და ეროვნულ პოლიციასთან კოორდინაციით, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დანაშაულის გარემოებებისა და მისი ჩადენის მოტივების დასადგენად." | წერს უკრაინის გენერალური პროკურორი

 გუშინ კიევში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში თავდამსხმელმა გამვლელებს სანადირო თოფიდან ესროლა, რის შემდეგაც სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 10 კი დაშავდა. სპეციალური ოპერაციის შემდეგ დამნაშავე ლიკვიდირებულია. თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 58 წლის დიმიტრი ვასილჩენკოვია, რომელიც კიევში ცხოვრობდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიმიტრი ფიგურირებდა პრორუსულ საჯარო გვერდებზე და თანხებს რიცხავდა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178