"მიჰყევით გერმანიის მაგალითს და მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე" - კულება დასავლელ ლიდერებს

დიმიტრო კულება

ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე ისაუბრა და დასავლელ ლიდერებს მიმართა, მიაწოდონ  მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე. დმიტრო კულებამ ინვესტიციების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ  უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება ევროკავშირში გაწევრიანება იქნებოდა:

 

"მოკლევადიანი საჭიროება ნათელია და ამაზე ჩემმა პრეზიდენტმა უკვე ილაპარაკა. ეს არის ჩვენი ენერგოსისტემის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ზამთარი მოდის და ჩვენ ის უნდა გავიაროთ. რაც შეეხება გრძელვადიან საჭიროებებს, არსებობს ხუთი ნაბიჯი, რომლებიც მუდმივად უნდა იდგმებოდეს. პირველ რიგში, რეკონსტრუქციის გზა იწყება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით, რადგან, რაც ნაკლებია ზიანი, მით ნაკლებია საჭირო აღდგენისთვის. ამიტომ, თუ შეიძლება, მიჰყევით გერმანიის მაგალითს და მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე.

 

მეორე ნაბიჯი არის ინვესტიციები. მე მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს, არ დაელოდონ ომის დასრულებას და ახლავე დაიწყონ ინვესტირება უკრაინაში. მესამე არის მაკროფინანსური დახმარება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კვლავაც გაგრძელდება. მეოთხე, ეს არის უკრაინის წევრობა ევროკავშირში და ეს არის რეკონსტრუქციისთვის ძალიან ეფექტური საშუალება. მეხუთე არის რუსეთის გაყინული აქტივები. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო თამამები და უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა საფასური გადაიხადოს. ეს არის ხუთი ნაბიჯი, ჩვენ ამ მიმართულებით წინ მივიწევთ, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა ვიაროთ." აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.შეგახსენებთ, გერმანიის დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერი კონფერენცია გაიხსნა. მსოფლიო ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593

სპეცრაზმი დევნა
„პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ“ - 32 წლის კაცი 2 დეკემბერის დაკავებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...

პოლიტიკა 1747238076

კობახიძე ტრამპ
ტრამპის გუნდის პირველი პასუხი კობახიძის წერილზე

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს.   რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...

პოლიტიკა 1747237644