„მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა სამ ნაწილად გაიყოფა“ - ორბანი
რუსეთ-უკრაინის ომი • 1757315666
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ცინიკურად განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, მისი ტერიტორია სამ ზონად გაიყოფა – რუსულ, დემილიტარიზებულ და დასავლურ ზონებად. ამის შესახებ Magyar Nemzet წერს.
მისი თქმით, ევროპაში მიმდინარე დისკუსიები უსაფრთხოების გარანტიებზე, ფაქტობრივად, უკვე აღიარებს „რუსული ზონის“ არსებობას, ახლა კი საუბარია მხოლოდ მის ზომასა და ფორმატზე. ორბანის განცხადებით, დემილიტარიზებული ზონის საკითხიც ჯერჯერობით ღია რჩება.
უკრაინის ბედი, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილია. დღეს ევროპაში "ელეგანტურად" მსჯელობენ უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ეს გარანტიები, ფაქტობრივად, ნიშნავს უკრაინის დაყოფას. შედეგი იქნება: რუსული ზონა, დემილიტარიზებული ზონა და დასავლური ზონა. რუსული ზონა უკვე არსებობს. ახლა კი დებატები მიმდინარეობს მხოლოდ იმაზე, რამდენ რეგიონს უნდა მოიცავდეს ის, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
გარდა ამისა, ორბანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, რადგან მისი თქმით, ეს ნაბიჯი ომს გამოიწვევს რუსეთთან და დააზიანებს ევროპის ეკონომიკას.
ამასთან, მან მოუწოდა, რომ დასავლეთმა და რუსეთმა გააფორმონ შეთანხმება „სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ასევე ითვალისწინებს, რომ უკრაინა უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












