„მოსკოვი არ მიიღებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში უკრაინისა და ევროპის შესწორებებს“ - უშაკოვი
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765719834
მოსკოვი, სავარაუდოდ, არ მიიღებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში იმ შესწორებებს, რომლებიც უკრაინასა და ევროპას შეიძლება შეეტანათ. ამის შესახებ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„ვფიქრობ, უკრაინელებისა და ევროპელების წვლილი ამ დოკუმენტებში, სავარაუდოდ, კონსტრუქციული არ იქნება. თუ შესაბამისი შესწორებები იქნება, ჩვენ ძალიან მკაცრი წინააღმდეგობა გვექნება… ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ რაიმე კარგი იყოს“, — თქვა მან.
უშაკოვის თქმით, უკრაინაში დემილიტარიზებული ზონის შექმნის „კორეული“ მოდელი არც განიხილებოდა და არცერთხელ განხილულა მოლაპარაკებებში. ეს ვარიანტი გულისხმობს მხარეების მიერ ჯარების ორმხრივ უკან დახევას ფრონტის ხაზზე და დემილიტარიზებული ზონის შექმნას, სადაც არცერთ მხარეს არ ექნება სამხედრო ან სამოქალაქო კონტროლი.
ჩვენ ეს ერთხელაც არ განგვიხილავს. განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც გრძელვადიან დარეგულირებას ეხება, და ამერიკელებმა ჩვენი მიდგომები იციან… ხოლო კორეულ თემაზე პირდაპირი „კოპირება“ - ეს არასდროს განხილულა, მე ამის შესახებ არც მსმენია,- განაცხადა მან.
უშაკოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინას არცერთ შემთხვევაში არ გამოუვა ყირიმის დაბრუნება და ნატოში გაწევრიანება.
„არცერთი ამათგანი არ გამოუვა. ყირიმთან დაკავშირებით - ეს ბეტონივით მყარია, 1 000 000%, რომ არ გამოუვა. ნატოზე კი, ვფიქრობ, ასევე 1 000 000%, რომ არ გამოუვა“, - თქვა უშაკოვმა.
7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...
ეს საინტერესოა • 1794001636
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946
მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...
მსოფლიო • 1793997466
კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...
მსოფლიო • 1793990912
საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807
საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...
საზოგადოება • 1793976450









