რუსეთ-უკრაინის ომი • 1709474905
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას ეხმაურება, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
„დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. ჩვილი 4 თვის ტიმოფეი და ბიჭი მარკი, მას 3 წელიც არ შეუსრულდა. 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი სამი წლის გოგოც. ეს ტერორია, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის განადგურება, მხოლოდ ადამიანების დაშინება აქვს მიზნად. მსოფლიომ იცის, რომ შესაძლებელია ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, "შაჰიდისგან" დაცვის სისტემები და რაკეტები აქვს. უკრაინისთვის იარაღისა და ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაჭიანურება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს იწვევს. უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. ხოლო როდესაც სიცოცხლეები იკარგება და პარტნიორებს უბრალოდ შიდა პოლიტიკური თამაშები ან კამათები აქვთ, რომლებიც ჩვენს თავდაცვას ზღუდავენ, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელია ამაზე დათანხმება და შეუძლებელი იქნება დავიწყება" - ამბობს ზელენსკი.
ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა
საზოგადოება • 1737902585
21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...
პოლიტიკა • 1737901830
აქცია იყო ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...
პოლიტიკა • 1737901200
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი