ორი დღეა რუსეთს კიევის სამხრეთის ხიდზე იერიში მიაქვს
რუსეთ-უკრაინის ომი • 1790966698
ზედიზედ ორი დღეა, რუსეთი კიევის სამხრეთის ხიდს უტევს. ახალი შეტევის ფაქტი ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა. მან დასძინა, რომ განმეორებითი დარტყმების შემდეგ ხიდზე სრულად შეჩერებულია როგორც ავტოტრანსპორტის, ისე მეტროს მოძრაობა.
საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო განგაშის გამოცხადებისას მოძრაობა იზღუდება დედაქალაქის სხვა ხიდებზეც.
2 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევის სამხრეთის ხიდს მორიგი დარტყმა მიაყენეს. 1 ოქტომბრის საღამოს განხორციელებული შეტევის შედეგად დაზიანდა ხიდის ბურჯი (საყრდენი), დამცავი ბარიერი, გზის საფარი და მეტროპოლიტენის დამცავი ბეტონის ღობე.ეს ხიდი ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი უკრაინისთვის, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე ხალხისა და ტვირთების ერთ-ერთ უდიდეს ავტოსაგზაო ტრანზიტს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მეტროს მწვანე ხაზი, რომელიც სამხრეთის ხიდზე გადის, ერთადერთია, რომელსაც საჰაერო განგაშის დროს დნეპრზე მგზავრების გადაყვანა შეეძლო
10 ნოემბრის ენერგიები ხასიათდება კომუნიკაბელურობით, ახალი ინფორმაციის აქტიური მიღებისა და საქმიანი კავშირების გაღრმავების სურვილით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს დიალოგის, მოლაპარაკებებისა და იდეების თავი...
ეს საინტერესოა • 1794259717
1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული მოძრაობის წევრი ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა."დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძ...
საზოგადოება • 1794255504
რუსეთის 27 რეგიონში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (აივ) გენერალიზებული ეპიდემიის ფაზას მიაღწია — ინფექცია ვრცელდება არა მხოლოდ ტრადიციულ რისკ-ჯგუფებში, არამედ მთელ მოსახლეობაში. „როსპოტრებნადზორის“...
მსოფლიო • 1794243762
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დახურვას ეხმაურება.როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 2 ნოემბერს სასამართლოში მისი საქმი...
პოლიტიკა • 1794242544
2026 წლის მესამე კვარტალში სერბეთში, საქართველოში და სომხეთში — რუსეთის მოქალაქეთა გასვლის მაჩვენებელმა ბოლო 17 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მონაცემები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ს...
პოლიტიკა • 1794240904
გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება...
საზოგადოება • 1794237537










