პუტინის მიერ 9 მაისისთვის გამოცხადებული ზავის პასუხად, ზელენსკიმ 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთ-უკრაინის ომი • 1777970127
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისისთვის გამოცხადებული ზავის პასუხად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია არცერთი "ოფიციალური მიმართვა" საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის სიცოცხლე უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე "აღნიშვნა" ნებისმიერი წლისთავის", -დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან შევა და ეს პერიოდი საკმარისი იქნება იმის განსასაზღვრად, "შესაძლებელია თუ არა, რომ საბრძოლო მოქმედებები გულწრფელად შეწყდეს".
"ამ მომენტიდან ჩვენ სარკისებურად ვიმოქმედებთ", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გადადგას რეალური ნაბიჯები მათ მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად.
მანამდე, რუსეთმა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 8-9 მაისს, უკრაიანსთან ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა გამოაცხადა. ამასთან, მოსკოვმა გააჟღერა მუქარა, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში კიევს "მასშტაბური სარაკეტო დარტყმით" უპასუხებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პიტინმა აღნიშნული ინიციატივა პირველად გასულ კვირას გააჟღერა, როდესაც ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზავი ძალაში შევა 8 მაისიდან და გაგრძელდება 9 მაისამდე. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია "რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის" ბრძანების საფუძველზე და მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინაც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს.
ამავე განცხადებაში მკაცრი გაფრთხილებაც გაკეთდა: თუ კიევი შეეცდება გამარჯვების დღის ღონისძიებების ჩაშლას, რუსეთი განახორციელებს "საპასუხო მასშტაბურ სარაკეტო დარტყმას ქალაქის ცენტრზე“. მოსახლეობასა და უცხოურ დიპლომატიურ მისიებს მოუწოდეს, საჭიროების შემთხვევაში დატოვონ ქალაქი.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










