"პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679066026 535

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის შანტაჟი ენერგომომარაგების შემცირებით და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა“, - ამბობს ლეიენი ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე გაზის Troll A პლატფორმაზე ვიზიტის დროს.
მისი თქმით, ევროკავშირი ახლა გაცილებით მეტ ენერგიას მიიღებს ისეთი მოკავშირეებისგან, როგორიცაა ნორვეგია და აშშ.
მისივე თქმით, ევროპამ დიდი ინვესტიცია განახორციელა განახლებადი ენერგიის წყაროებში და შეამცირა ენერგიის მოხმარება 20%-ით.
"ასე რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ჩვენს დაჩოქებას, მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია. დღეს ჩვენ უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე", - თქვა ლეიენმა.ევროკომისიის პრეზიდენტს თან ახლდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპ...
საზოგადოება • 1679931701

საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობასა და შევიწროებას გმობს და ბოლო დღეების განმავლობაში, თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება...
პოლიტიკა • 1679931539

ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. მმართველი უმრავლესობის მიერ შედგენილ ტექსტზე არცერთ დეპუტატს წინააღმდეგობა არ ჰქონია. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ყველა პრობლემა, რაც ხელს უშლ...
პოლიტიკა • 1679931381