რისთვის ემზადება პუტინი - „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

პუტინი

მერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, კრემლი უარყოფს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის განხორციელებას აპირებს.

ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი რისკავს მისი სანდოობის კიდევ უფრო შელახვას მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, რაზეც არაოფიციალური წყაროები საუბრობენ, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ.

„პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის მეორე ტალღის, საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების შესახებ ან თუნდაც უკრაინასთან ომის ოფიციალური გამოცხადების შესახებ ვერ მოაგვარებს იმ შეზღუდვებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალას აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 130 000 ახალწვეულის გაწვრთნა შეუძლია ორწლიანი გაწვევის ციკლის განმავლობაში, მშვიდობიან პერიოდში და დიდი ბრძოლა დასჭირდა მობილიზებულების უფრო დიდი რაოდენობის მოსამზადებლად მოკლე პერიოდში“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

მათივე შეფასებით, მობილიზებულების მოსამზადებლად საჭიროა მინიმუმ სამი თვე.

„უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსი მობილიზებულები, რომლებიც ახლა ფრონტზე მიდიან, უკეთ გაწვრთნილები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ფრონტზე 21 სექტემბერს, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებისთანავე გაგზავნეს. კრემლს თითქმის სამი თვე დასჭირდა ამ ქვედანაყოფების მოსამზადებლად“, - აღნიშნულია „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

მათივე შეფასებით, კრემლის მოჩვენებითი განცხადება 28 ოქტომბერს სამობილიზაციო გაწვევის დასრულების შესახებ ასევე იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა, გააგრძელოს სარეზერვო მობილიზაცია და გაწვევა ერთდროულად.

„კრემლის ძალის წარმოქმნის ძალისხმევა დამოკიდებულია მის უნარზე, ჩადოს დრო და მატერიალური რესურსი პერსონალში, ეს მოთხოვნები კი ძლიერ ეწინააღმდეგება იმას, რომ კრემლს გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა არ გააჩნია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალების მარში
"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწ...

პოლიტიკა 1713620758

კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863

ორბანი
„დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“ - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამ...

მსოფლიო 1713619771

ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438