„რუსეთი იბრძვის, რომ დაასრულოს უკრაინა, უკრაინა კი იბრძვის, რომ დაასრულოს ომი; პუტინმა უნდა წააგოს“ - ლეიენი

ლეიენი.jpg

რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ დაასრულოს უკრაინა, უკრაინა კი იმისთვის, რომ დაასრულოს ომი - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ბერლინში, უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ.

ლეიენის თქმით, არსად იმაზე უკეთ არ ჩანს რუსეთსა და უკრაინას შორის კონტრასტი, როგორც ქალაქ ხარკოვში. მისი თქმით, ბერლინში შეკრების მთავარი მიზეზიც, სწორედ უკრაინის დახმარებაა. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ პუტინმა უნდა წააგოს:

 

"რუსეთი იბრძვის წარსულისთვის, უკრაინა კი უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანგრევს, უკრაინა კი თავს იცავს. არსად იმაზე უკეთ არ ჩანს ეს კონტრასტი, ვიდრე ბრძოლებით დაქანცულ ქალაქ ხარკოვში. ორი წლის წინ ხარკოვში ხალხმა განდევნა რუსეთის ჯარი და მას შემდეგ მათ არა მხოლოდ აღადგინეს, არამედ თავიდან გახსნეს თავიანთი კულტურული ცენტრების კარები, მოამზადეს გეგმა უფრო მწვანე ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციული ინდუსტრიებისა და ინოვაციური სტარტაპების კერად უნდა იქცეს. მაგრამ რუსული ბომბები ახლა ისევ ცვივა ციდან.

სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს ბერლინში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. პუტინმა უნდა წააგოს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ ის ფერფლიდან აღდგეს. ეს პირველ რიგში ნიშნავს უკრაინისთვის იმ იარაღის მიწოდებას, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება. გასულ წელს მე ვთქვი, რომ უკრაინას უნდა გადავცეთ უკრაინას გაყინული რუსული აქტივები და ახლა ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, საერთაშორისო სამართლის წესების გათვალისწინებით. ეს არის დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი, რომლის 90% მოხმარდება თავდაცვას, ხოლო 10%  -რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, ჩვენ ამ საკითხზე მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზეც ვისაუბრებთ." აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია ახალი
რა ძალადობაზე საუბრობდა კესარია აბრამიძე მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე

ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ძალადობასა და მეგობარ კაცთან ტოქსიკურ ურთიერთობებზე ჯერ კიდევ აპრილში წერდა. როგორც ის ამბობდა, აღნიშნული მიზეზითა ქვეყანაც დატოვა, თუმცა აპირებდა დაბრუნებულიყო და...

საზოგადოება 1726683820

კესარია
კესარია აბრამიძეს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული - მკვლელობის ახალი დეტალები

ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღო...

კრიმინალი 1726683597

კესარია ჯაიანი
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს - მედია

 "პირველების" წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია 28 წლის ბექა ჯაიანს ეძბს.   ჯაიანი "პირველების" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია.   არსებული ინფორმაციით, კ...

კრიმინალი 1726682712

კესარია
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. არსებული ინფორმაციითვე, მამაკაცი მიიმალა. მეზობლების ცნობით, მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ის კესარიას საცხოვრებელი სახლიდან. ცნობის...

კრიმინალი 1726681059

ფისო
კესარია აბრამიძე მოკლეს

 ტრანსგენდერი ქალი, მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე მოკლეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, კესარია აბრამი...

კრიმინალი 1726680657

ქცია ბოდიში არა
“საქართველო ბოდიშს არ მოიხდის“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს და ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებს. “დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქც...

პოლიტიკა 1726670825