„რუსეთი ყველასთან მეგობრობას ცდილობს“ - პუტინი
რუსეთ-უკრაინის ომი • 1762325555
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „ეროვნული ერთიანობის დღისადმი“ მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომ რუსეთი „დედამიწაზე ყველასთან მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის“.
„სირთულეების, პრობლემებისა და ტრაგედიების მიუხედავად, რაც სამწუხაროდ, დღეს ბევრია, რუსეთი მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის ყველასთან, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან, არამედ დედამიწაზე ყველა ერთან,“ - აღნიშნა პუტინმა და თქვა, რომ რუსეთი „უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტებისთვის ღიაა“.
კრემლის ლიდერის მტკიცებით, „რუსეთი მადლიერია ყველასი, ვინც მას საიმედო პარტნიორად მიიჩნევს და მზადაა კულტურათა ურთიერთგამდიდრებისთვის“.
საერთაშორისო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინის განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალობას - რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები და მზარდი საერთაშორისო იზოლაცია მის „მეგობრობისკენ სწრაფვის“ განცხადებებს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილად აქცევს.
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...
სამართალი • 1791396248
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...
საზოგადოება • 1791379800
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...
კრიმინალი • 1791369982
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...
საზოგადოება • 1791368400









