რუსეთში ე.წ. "კასრის ბომბების" სირიელი სპეციალისტები იმყოფებიან - Guardian
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653249501 385

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან.
"კასრის ბომბი" არის გამანადგურებელი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სიზუსტით არ გამოირჩევა, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობისათვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამ ბომბებით, სამოქალაქო ომის დროს ასადის რეჟიმმა თითქმის გაანადგურა ის დასახლებული პუნქტები, სადაც აჯანყებულები იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ბომბი, არის უხეში ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც კასრში თავსდება. მასთან ერთად დებენ სხვადასხვა სახის დამაზიანებელ ელემენტებს, შესაძლოა ქიმიურ იარაღსაც. ბომბს ვერტმფრენით აგდებენ, ასე ვთქვათ, თვალით დამიზნებით.
ამასთან ამ ბომბებს სირიის რეჟიმი საბრძოლო მასალების ნაკლებობის პირობებში იყენებდა.
"კასრის ბომბის" შესაძლო გამოყენება უკრაინაში რუსეთის სადიზმის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომელიც ისედაც განურჩევლად ბომბავს უკრაინულ დასახლებულ პუნქტებს.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657087245

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...
მსოფლიო • 1657087097

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...
კრიმინალი • 1657086967

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...
სოცმედია • 1657086862

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, - ა...
Covid 19 • 1657086619