შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს
რუსეთ-უკრაინის ომი • 1664170147

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, რეგიონულ დედაქალაქ მახაჭყალაში რუსეთის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებსა და ხელკეტებს იყენებენ.
დაღესტნის დედაქალაქში კიდევ ერთ აქციაზე სამხედრო გაწვევის ცენტრთან ქალების მიერ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა. აქციაზე უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმეს.
„რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა. რატომ მიგყავთ ჩვენი შვილები? ვინ დაგვესხა თავს? რუსეთს დაესხნენ თავს? ისინი არ მოსულან ჩვენთან, ჩვენ ვესხმით უკრაინას თავს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. შეაჩერეთ ომი“, – აცხადებდნენ ქალების აქციაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ "კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და სა...
კრიმინალი • 1748098143

ცნობილია სია, ვის დასანქცირებას სთხოვენ იტალიის სენატს პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები - რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ - Più Europa, Italia Viva, Partito Democratico, Azi...
პოლიტიკა • 1748097830

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ 26 მაისის დღისადმი შექმნილ...
პოლიტიკა • 1748097543

ძლიერი საქართველოს" წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - ინფორმაციას "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ: "მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა....
პოლიტიკა • 1748097331

მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი გას...
კრიმინალი • 1748085059

მერაბ მეტრეველი: ესე იგი, პარლამენტში ადრე ხმები დაჭირდა „ქართულ ოცნებას“ მოსამრთლეების ასარჩევად და ნაცებიდან მარტივად გადაიბრია ოთხი კაცი, ახლა თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევად ქვორუმს ვე...
სოცმედია • 1748084759