„ტრამპს სურს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ“ - WSJ

ზელენსკი ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა ევროპის ქვეყნების სამხედროებმა გააკონტროლონ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

წყაროზე დაყრდნობით, WSJ-ის თანახმად, ამ ინიციატივის შესახებ ტრამპმა 7 დეკემბერს, პარიზში ისაუბრა, როდესაც ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

 

წყაროსგან როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, მაგრამ მას სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა კარგად შეიარაღებული იყოს.

WSJ-ის ინფორმაციით, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში ევროპამ დიდი როლი უნდა შეასრულოს.

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შეთავაზების მიხედვით, ევროპელი ჯარები შესაძლოა სპეციალური სამშვიდობო მისიით განლაგდნენ, თუმცა ეს არ იქნება NATO-ს ოპერაცია.

***

7 დეკემბერს, პარიზში ემანუელ მაკრონი, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ.

 

ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა სურს.

"მას მშვიდობის დამყარება სურს. ეს სიახლეა. მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. დეტალებზე არ გვისაუბრია. ის ფიქრობს, რომ დროა და პუტინმა უნდა იფიქროს, რომ დროა, რადგან როცა 700 000 ადამიანს კარგავ, დროა. ეს არ დასრულდება მანამ, სანამ მშვიდობა არ დამყარდება", - განაცხადა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის დავაში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...

პოლიტიკა 1751970853

ალბი კორძაია
„ამ ვიდეოს გადაღების გამო ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი   

სოცმედია 1751970241

ბარამიძე
სკანდალი: ,,ლელოსგან” იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით“ – გია ბარამიძე

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...

პოლიტიკა 1751970049

რიჟვაძე და მამა
„თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას“ – ელისაშვილი

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...

პოლიტიკა 1751968932

საქბანკიი
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს  ვორკშოპს თემ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751968732

ავტო-სესხი-მეორადი-ავტომობილისთვის
ავტო სესხი მეორადი ავტომობილისთვის

თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გეგმავ და საკმარისი თანხა არ გაქვს ავტო სესხი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. საქართველოში ბევრ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მოქნილი და მორგებული პირობები ავტო სესხებზე, მ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751968641