"თუ კიევი შეეცდება თავს დაესხას მოსკოვს 9 მაისს საზეიმო ღონისძიებების ჩასაშლელად, რუსული ჯარები განახორციელებენ მასიურ საპასუხო დარტყმას კიევის ცენტრზე“ - ზახაროვა

სანქციები

"მთელმა მსოფლიომ უნდა მოისმინოს რუსეთის გაფრთხილება ზელენსკის მიმართ, რომელიც გამარჯვების დღის აღლუმს ემუქრება და გააცნობიეროს მომენტის მნიშვნელობა... ეს გაფრთხილება გაკეთდა იმიტომ, რომ ჩვენ გვესმოდა: კოლექტიური დასავლეთი, ეს კოლექტიური დასავლური უმცირესობა, ყველაფერს აკეთებს, რათა კიდევ ერთხელ აარიდოს თვალი კაცთმოძულე ლოგიკას და არ მოისმინოს ზელენსკის აბსოლუტურად ექსტრემისტული, ტერორისტული მუქარები; რათა კიდევ ერთხელ აღმოუჩინონ მას პოლიტიკური მხარდაჭერა, განათავსონ იგი საინფორმაციო წინა პლანზე და, რა თქმა უნდა, მიაწოდონ იარაღი, ფული და ა.შ. სწორედ იმისთვის, რომ ისინი გამოფხიზლდნენ და გააცნობიერონ სიტუაციის სერიოზულობა, გატარდა შესაბამისი ზომების ერთობლიობა, რომელსაც ჰქონდა ასეთი საინფორმაციო მხარდაჭერა: მკაფიო, გასაგები და, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, საპასუხო ხასიათის“ | თქვა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ

 "თუ კიევი შეეცდება თავს დაესხას მოსკოვს 9 მაისს საზეიმო ღონისძიებების ჩასაშლელად, რუსული ჯარები განახორციელებენ მასიურ საპასუხო დარტყმას კიევის ცენტრზე... ეს არის მკაფიო გაფრთხილება საპასუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც გადაიდგმება, თუ ზელენსკის მიერ ერევანში გაჟღერებული შემზარავი მუქარები პრაქტიკაში განხორციელდება“ | ამბობს ზახაროვა

 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. გადაწყვეტილება ძალაშია 9, 10 და 11 მაისს. "ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყოველგვარი კინეტიკური აქტივობის შეჩერებას, ასევე თითოეული ქვეყნიდან 1000 პატიმრის გაცვლას. ეს თხოვნა პირადად ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას ამ საკითხზე" დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, სადაც წერია: "ნება დაერთოს 2026 წლის 9 მაისს ქ. მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას.აღლუმის მსვლელობისას (2026 წლის 9 მაისის კიევის დროით დილის 10 საათიდან) წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი ამოღებულ იქნას უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058