„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765796001
უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს | წერს გერმანული გამოცემა BILD ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების 14 დეკემბრის შეხვედრის შესახებ გამოცემა გარკვეულ დეტალებს ავრცელებს. "მაგიდაზე ომის „გაყინვის“ ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა დევს, რომელსაც კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მიკერძოებულად მიიჩნევს. ძირითადი დავა ტერიტორიულია. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები „დე ფაქტო აღიარებულია, როგორც რუსული“, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ფრონტის ხაზები გაყინულია." | ნათქვამია სტატიაში. BILD-ის ცნობით, კიევი მზადაა დროებით „გაყინოს“ ფრონტი და ფაქტობრივად დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მოთხოვნას, გაიყვანოს უკრაინული ჯარები დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან. გამოცემის ცნობით, აშშ-მა კომპრომისი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც: უკრაინა დონეცკის რეგიონში დაახლოებით 5,600 კვადრატული კილომეტრით დაიხევა უკან და იქ „დემილიტარიზებული ეკონომიკური ზონა“ შეიქნება. მოსკოვმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა იმ დათქმით, თუ იქ რეგულარული არმიის ნაცვლად, ეროვნულ გვარდიას შეიყვანს. „ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა“ | განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა. პასუხად, კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა. „თუ უკრაინის ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, ხუთიდან ათ კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ | ხაზგასმით აღნიშნა მან.
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...
განათლება • 1789282609
13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...
ეს საინტერესოა • 1789243500
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...
პოლიტიკა • 1789239110
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...
საზოგადოება • 1789228734
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...
პოლიტიკა • 1789226476
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...
საზოგადოება • 1789219230










