უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო - The Moscow Times
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778601094
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს
მათი ინფორმაციით, 8 მაისს მომწოდებლებმა ბირჟაზე 32 640 ტონა ბენზინი გაყიდეს, რაც წინა დღესთან შედარებით 5,9%-ით ნაკლებია. A-92 მარკის ბენზინის გაყიდვები 8,9%-ით შემცირდა (20 340 ტონამდე). A-95 მარკის გაყიდვები მცირედით, 1,5%-ით გაიზარდა (12 240 ტონამდე). ამავდროულად, დაუკმაყოფილებელმა მოთხოვნამ A-92-ზე 23 460 ტონას მიაღწია, ხოლო A-95-ზე - 26 340 ტონას.
მოხმარების პიკური სეზონის წინ ბაზარზე A-95 მარკის ბენზინის დეფიციტი უკვე აშკარაა. როგორც წესი, ზაფხულში ამ მარკის საწვავზე მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, რადგან საკურორტო სეზონზე მომხმარებლები მეტად იყენებენ მსუბუქ ავტომობილებს, რომლებიც სწორედ A-95-ზეა გათვლილი.
დეფიციტი გამოწვეულია მსხვილ ქარხნებში ჩატარებული „დაუგეგმავი რემონტით“ და ნავთობპროდუქტების წარმოების შემცირებით. რემონტი შესაძლოა ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს. მაისის დასაწყისში მიწოდების ვადები საშუალოდ 2-4 კვირით გაიზარდა. ეს ვითარება ბაზრის მონაწილეებს უზღუდავს საკმარისი მარაგების შექმნის შესაძლებლობას, რაც ზრდის ზაფხულში საწვავის კრიზისის რისკს
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










