უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Wildberries-ის საწყობებზე მიიტანეს იერიში – ზარალმა შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს

ვილდბერი

18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში. ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, ხოლო ათეულობით დაშავდა.

დარტყმა ტამბოვის ოლქზე ტამბოვის ოლქში თავდასხმა განხორციელდა ქალაქ კოტოვსკში მდებარე Wildberries-ის საწყობზე. რეგიონის გუბერნატორი, ევგენი პერვიშოვი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ „იმუშავა“ და ქალაქთან მიახლოებისას 28 დრონი ჩამოაგდეს. მიუხედავად ამისა, ნგრევისა და ხანძრის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

ბოლო მონაცემებით, კოტოვსკის საწყობზე თავდასხმის შედეგად ღამის ცვლაში მომუშავე 7 თანამშრომელი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 25 ადამიანი, რომელთაგან 23 საავადმყოფოშია გადაყვანილი (მათი უმეტესობა ნამსხვრევებით არის დაჭრილი, ერთი კრიტიკულ, ხოლო ექვსი მძიმე მდგომარეობაშია). დილის 05:30 საათისთვის ღია ცეცხლის ლიკვიდაცია მოხერხდა, თუმცა ხანძრის ქრობის პროცესი გაგრძელდა.

თავდასხმა მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონები დაესხნენ თავს მოსკოვის გარეუბანში, კერძოდ ქალაქ ელექტროსტალში მდებარე Wildberries-ის საწყობსაც. გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ნოგინსკში მდებარე ნავთობბაზის ტერიტორიაზე, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, ახლოს მდებარე სამშობიარო სახლიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, რეგიონში საერთო ჯამში 37 ადამიანი დაშავდა (2 ნოგინსკში, 35 კი ელექტროსტალის საწყობში). მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელექტროსტალში მიღებული ტრავმებისგან 1 დაშავებული გარდაიცვალა. დაშავებულთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინული მედია-არხები მოსკოვის ოლქში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ამსახველ კადრებს ავრცელებენ.

ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ელექტროსტალის ლოგისტიკური ცენტრი პრაქტიკულად სრულად არის განადგურებული. ხანძრის შედეგად მიყენებულმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს.

რატომ გახდა სამიზნე Wildberries? – ზელენსკის განმარტება აღნიშნულ იერიშებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან მომხდარს უწოდა პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, უკრაინული კერძო საფოსტო კომპანიის, „ნოვა პოშტას“ (Нова пошта) ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე (ბოლო ასეთი დარტყმა ორ დღეში ერთხელ ფიქსირდებოდა). ამავე ვერსიას მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ადასტურებს Financial Times-ის ჟურნალისტი კრისტოფერ მილერიც.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ საწყობებს რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა:

„სამიზნე გახდა ორი მსხვილი ლოგისტიკური ობიექტი მოსკოვისა და ტამბოვის რეგიონებში, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 500 და 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აგრესორი მათ იყენებდა სანქცირებული კომპონენტების მისაწოდებლად, რომლებიც დრონებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის წარმოებისთვის არის საჭირო“, — განაცხადა ზელენსკიმ.

სოციალურ ქსელებში ასევე აღნიშნავენ, რომ Wildberries-ის პლატფორმაზე თავისუფლად იყიდება ომისთვის განკუთვნილი საქონელი, მათ შორის ჯავშანჟილეტები, სამხედრო ჩაფხუტები, შენიღბვის კოსტიუმები და დრონებისთვის საჭირო ოპტიკურ-ბოჭკოვანი აღჭურვილობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400