„ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან და წარმოადგენს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს“ - სტოლტენბერგი
რუსეთ-უკრაინის ომი • 1720616991

ვაშინგტონში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. გახსნის წინ, განცხადება გააკეთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელოდება მოკავშირეების შეთანხმებას არსებით პაკეტზე, რომელიც 5 ელემენტისგან შედგება:
"უკრაინასთან დაკავშირებით მე ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან. ერთი არის, რომ ნატოს სარდლობამ უზრუნველყოს უკრაინელების დახმარება და წვრთნა; ასევე გრძელვადიანი დაპირება, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა; მივიღებთ ახალ განცხადებებს დაუყოვნებელი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის თაობაზე და დაიდება ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები ნატოს მოკავშირეებსა და უკრაინას შორის. და ბოლოს, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას უკრაინის ძალებსა და ნატოს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ეს ხუთი ელემენტი ერთად წარმოადგენს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს. შეკავებისა და თავდაცვის თაობაზე, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ახალი და ამბიციური თავდაცვის გეგმის მოთხოვნები. ჩვენ გვყავს 500 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოკავშირეებმა გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვაში. 10 წლის წინ ჩვენ დავდეთ პირობა, რომ თავდაცვისთვის მშპ-ს 2% დავხარჯავდით. იმ დროს მხოლოდ 3 მოკავშირე ხარჯავდა 2%, მაგრამ ახლა 23 მოკავშირე ხარჯავს 2% ან მეტს." ამბობს სტოლტენბერგი.

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა მისი...
კრიმინალი • 1747592511

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...
პოლიტიკა • 1747591520

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...
პოლიტიკა • 1747590842

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...
პოლიტიკა • 1747590140

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747589085

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ. სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...
სპორტი • 1747588981