ვემზადებით სამმხრივი ფორმატისთვის უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის გუნდების დონეზე – ერთ კვირაზე ნაკლებ დროში - ზელენსკი
რუსეთ-უკრაინის ომი • 1793825040
სამმხრივი ფორმატის შეხვედრა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ახლახან საათ-ნახევრის განმავლობაში ძალიან დეტალურად ვესაუბრეთ სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ვემზადებით სამმხრივი ფორმატისთვის უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის გუნდების დონეზე – ერთ კვირაზე ნაკლებ დროში.
დღეს ასევე შედგა შინაარსიანი შეხვედრა ბრიუსელში ჩვენი გუნდის, ამერიკული მხარის, ევროკავშირის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნატოს, მსოფლიო ბანკისა და გლობალური ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ომის შემდგომი აღდგენის საკითხებზე. ხვალ ბრიუსელში ასევე გაიმართება შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ინტენსიური ტემპია საჭირო, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. უკრაინა მზადაა აუცილებელი ნაბიჯებისთვის, ჩვენი წინადადებები მკაფიოა და ისინი უკვე გადავეცით ამერიკულ მხარეს.
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. ამაზეც ვისაუბრეთ. საჭიროა «Patriot»-ის გადამჭერები, რათა სიცოცხლე რუსული დარტყმებისგან დავიცვათ. საჭიროა შემდგომი მუშაობა ამერიკასთან თითოეულ ორმხრივ მიმართულებაზე, კერძოდ, ეს ეხება Drone Deals-ის ფორმატს. უკრაინა მადლობელია შეერთებული შტატების უკრაინის დამოუკიდებლობის, ჩვენი ხალხისა და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ჭეშმარიტად რკინაბეტონის უნდა იყოს. ამისთვის ვმუშაობთ! დიდება უკრაინას!“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










