ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
რუსეთ-უკრაინის ომი • 1752731329
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა.
როგორც Украинская правда-ს ფრაქციის წევრებმა აცნობეს, შეხვედრაზე ზელენსკი დაახლოებით 30 წუთით იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული მუშაობისთვის და პრემიერობის კანდიდატად იულია სვირიდენკო წარადგინა.
სვირიდენკოს ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი იქნება მიხაილ ფიოდოროვი - ციფრული ტრანსფორმაციის მოქმედი მინისტრი, რომელიც ინოვაციებზე იქნება პასუხისმგებელი.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე სწორედ ყოფილი პრემიერი შმიგალი განიხილება.
სამი ეკონომიკური მიმართულების - ეკონომიკის, ეკოლოგიისა და აგრარული პოლიტიკის სამინისტროების შერწყმით შეიქმნება ახალი სტრუქტურა, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს - იგი სვირიდენკოს პირველი მოადგილე იყო ეკონომიკის სამინისტროში.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად თარას კაჩკა დაინიშნება - ისიც სვირიდენკოს მოადგილე იყო. ზელენსკის შეხვედრაზე არ უსაუბრია იმ მოლოდინზე, რომ სტეფანიშინა შეიძლება ევროკავშირში ან აშშ-ში უკრაინის ელჩად გადაინაცვლოს.
სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული სამინისტრო მიიღებს ახალ სახელწოდებას - „ოჯახის, სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის სამინისტრო“, რომლის ხელმძღვანელად ფინანსთა პირველი მოადგილე დენის ულიუტინი მოიაზრება.
ენერგეტიკის სამინისტროს, ჰერმან ჰალუშენკოს ნაცვლად, სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს - მანამდე ის ეკოლოგიის მინისტრი იყო. ჰალუშენკო კი იუსტიციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.
კულტურის სამინისტრო დროებით დარჩება ხელმძღვანელის გარეშე - კანდიდატზე მსჯელობა გრძელდება. პარალელურად, კულტურის სამინისტროდან გამოეყოფა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
თავიანთ პოსტებს შეინარჩუნებენ:
ვიცე-პრემიერი და თემთა განვითარების მინისტრი ალექსეი კულება,საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა,შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო,ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო,ვეტერანთა საქმეთა მინისტრი ნატალია კალმიკოვა,ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლაშკო,ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მატვეი ბედნი,განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოქსენ ლისოვი.ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის კენჭისყრა რადაში 17 ივლისს გაიმართება.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან Trump Tower Tbilisi -...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776686272
"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...
პოლიტიკა • 1776686148
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...
საზოგადოება • 1776685806











