11 წლის შემდეგ გახსნილი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა - რას წერდა "ნიუპოსტი" 2015 წელს მომხდარ დანაშაულზე
სამართალი • 1783608893
2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს - თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ბრალდებულებმა წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს გიორგი კვარაცხელია.
თორნიკე კაჭარავას ბრალი საპატიმროში წარედგინა, ხოლო დავით დეკანოსიძეს — დაუსწრებლად (მასზე ძებნა გამოცხადდება). წარდგენილი მუხლი (სსკ-ის 109-ე მუხლი) 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
"ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.
📰 თბილისში ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ სროლას 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგა კვარაცხელია, რომელსაც მეგობრები "კვარას" ეძახდნენ გუშინ საკუთარ სახლთან თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. სამწუხაროდ ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად ექიმებმა ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ანგარიშსწორება სახელდება, თუმცა ახლობლები "ნიუპოსტთან" საუბარში ვერ აკონკრეტებენ ვისთან შეიძლება ჰქონოდა გოგა კვარაცხელიას მსგავსი ტიპის დაპირისპირება, რომ 21 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაემეტებინათ და საკუთარ სახლთან ჩაეცხრილათ.
გოგა კვარაცხელია 161-ე სკოლაში სწავლობდა, პედაგოგები მას კარგ მოსწავლედ ახასიათებენ. მათი თქმით გოგა ბავშვობიდანვე სამართლიანი და მეგობრების მიმართ სოლიდარული იყო.
"ის ძალიან სამართლიანი, მეგობრული, კარგ ოჯახში აღზრდილი იყო. შოკირებული ვართ, ვის შეეძლო მოეკლა ასეთი კარგი ბიჭი?!"- აცხადებს "ნიუპოსტთან" გოგას სკოლის პედაგოგი.
ნიუპოსტი 2015 წლის 26 დეკემბერი
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










