25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმე - ბაჩო სირაძეს მოსამართლემ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

25 წლის მკვლელობის საქმე

25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმე - ვაკეში მომხდარი სასტიკი დანაშაულის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ბაჩო სირაძე 15 წლიან პატიმრობაში გაუშვა. ხოლო მეორე ბრალდებულს, მძღოლს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე ბაჩო სირაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ვაკეში მომხდარი დანაშაული ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა არ იყო, შესაბამისად 109-ე მუხლი გადააკვალიფიცირა და სირაძეს 15 წლიან პატიმრობა შეუფარდა. მას სასამართლოზე დუმილი არ დაურღვევია და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს. ვერ ვაპატიებ ვერაფრით. ღირრსია, სამუდამო უნდა მიუსაჯონ. როგორ არ მიუსაჯეს, რა 15 წელი, როგორი შვილი მომიკლა. არარსებობს, გავსაჩივრებ, მოვკვდები, შევეწირები. უნდა შეცვალონ გადაწყვეტილება, შანსი არაა. ეგ არის საზოგადოებისთვის საშიში, ჩემი შვილი უნდა იყოს ბოლო. ეგ კაცი არ არის, დილით მაგის შვილს ეფერებოდა ჩემი შვილი და საღამოს შვილი მომიკლა, ეგ კაცია?", - ამბობს მოკლულის დედა. 
სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლული მამუკა ლომიძის ოჯახისთვის მიუღებელია, ამიტომაც საქმის სააპელაციო სასამართლოში წაღებას აპირებენ.

 

სასტიკი მკვლელობა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 18 თებერვალს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბაო სირაძემ მამუკა ლომიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ესროლა. დანაშაულს კი წინ ერთ-ერთ კლუბში დაწყებული ჩხუბი უძღოდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
სპეცოპერაციების სერია საქართველოში - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 13 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...

კრიმინალი 1762758491

შალვა პაპუშვილი
შალვა პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...

პოლიტიკა 1762758288

აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789

მეუფე შიო
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მიტროპოლიტი შიო

 "ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...

საზოგადოება 1762749519

ტურავა
"ვაი, თქვე უტვინოებო" - მერაბ ტურავას პასუხი KriPoz-ის საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...

სოცმედია 1762749345