სამართალი • 1733289934
29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარემ ერთ-ერთი დაკავებულის შემთხვევაში 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და 21 წლის ახალგაზრდა პატიმრობაში გაუშვა.
პატიმრობა შეუფარდეს 17 წლის მოზარდსაც, რომელსაც პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, მესამე დაკავებულს კი რომელსაც ასევე პატიმრობა შეეფარდა ბრალდების მხარე პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ სამეთვალყურეო სისტემაზე ცეცხლის წაკიდებას ედავება
სამივე პირი 1-ელ დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც
სოცმედია • 1737309135
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. „საქართველოს პრეზიდენტის მ...
პოლიტიკა • 1737307698
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...
პოლიტიკა • 1737306367
"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...
პოლიტიკა • 1737306226
ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...
კულტურა • 1737300315
გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...
პოლიტიკა • 1737297580
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი